4 337 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი | კორონავირუსის 27 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით ჩატარდა 53 434 ტესტი. გამოვლინდა ინფიცირების 4 337  ახალი შემთხვევა; გამოჯანმრთელდა 3 137, გარდაიცვალა 42 პაციენტი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 8.91%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 8.80%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი –  1 412 შემთხვევა
  • აჭარა – 115
  • იმერეთი – 873
  • ქვემო ქართლი – 356
  • შიდა ქართლი – 362
  • გურია – 92
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279
  • კახეთი – 614
  • მცხეთა-მთიანეთი – 108
  • სამცხე-ჯავახეთი – 89
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 50 681 შემთხვევაა, რომელთაგან: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 377, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 297.

ამ ეტაპზე 1 542  მძიმე პაციენტია: თბილისში – 574, აჭარაში – 131, იმერეთში – 473.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 332 პირი:   თბილისში – 178, აჭარაში – 35, იმერეთში – 31. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში: 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.