4 775 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი | 21 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 32, ხოლო გამოჯანმრთელდა 19 242 კოვიდპაციენტი.

ბოლო 24 საათში, NCDC-ის ინფორმაციითვე, ჩატარდა 18 351 ტესტი. ხოლო ბოლო 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 29.97%-ს შეადგენს.