თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ პირს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ.-მ 2018 – 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.