4 დეკემბერი | 5 068 ახალი შემთხვევა, 38 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი, გარდაიცვალა 38. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

განახლებული სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 152704, ბოლო 24 საათში – 5068;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 126904, ბოლო 24 საათში – 2336;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1425, ბოლო 24 საათში – 38;
  • კარანტინის რეჟიმში – 1241.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება.