88 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.
სხდომას 94 დეპუტატი ესწრებოდა. აქედან ორმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს იმუნიტეტის შეჩერებას, 88 იყო მომხრე, ხოლო 4-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ესენი არიან:
- ავთანდილ ენუქიძე;
- დავით ზილფიმიანი;
- ფრიდონ ინჯია;
- გელა მიქაძე.