ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 222 405-მდე.
ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა,
- აჭარა – 64,
- იმერეთი – 87,
- ქვემო ქართლი – 24,
- შიდა ქართლი – 20,
- გურია – 32,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64,
- კახეთი – 44,
- მცხეთა-მთიანეთი – 20,
- სამცხე-ჯავახეთი – 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.