4 იანვარი | 67 გარდაცვლილი და 3 590 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 1 955 პირი. გუშინ საქართველოში 39 315 ტესტი ჩატარდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%, ბოლო შვიდი დღის – 6,26%.

საქართველოში სულ ჩატარდა 2 520 230 აცრა, დღიურად აცრილია 4 520.