4 მარტი | კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 10 678 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 266 081-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 78 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 8, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.