4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება | რა უნდა ვიცოდეთ

პუბლიკა

დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგადაც ცნობილი გახდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;
  • მშობლებს ექნებათ არჩევნის საშუალება და სურვილის შემთხვევაში დისტანციურად სწავლის შესაძლებლობაც იქნება.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიული კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს უფლება ეძლევათ, რომ სწავლა განაახლონ დასწრებულ ფორმატში, აუდიტორიებში. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები  თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში სამინისტროსთან შეთანხმებით იღებენ.


მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.online.emis.ge.