
„მოესწრებით იმ დროს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდება, მაგრამ გახსოვდეთ, თუ დამოუკიდებელ საქართველოშიც თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და თქვენი ქვეყანაც!.“
4 ოქტომბერი კი ის თარიღია, როცა ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენივე თავისუფლების ბედი. ჩვენ შეგვიძლია ეს დღე ისტორიულად ვაქციოთ. ისეთი თარიღი გავხადოთ, რომ მომავალი მთავრობებისთვისაც კი ჭკუის სასწავლებელი და სამაგალითო იყოს. იმ მთავრობებისთვის, რომელებიც დემოკრატიული გზიდან გადაუხვევენ. ყველა ტირანსა და დიქტატორს აშინებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ თუ არ შეწყვეტენ საკუთარი მოქალაქეებს ტერორს, 4 ოქტომბერი გაუმეორდებათ. ფრაზად იქცეს – „გახსოვდეთ 4 ოქტომბერი“. ამისთვის საჭიროა, რომ ამ დღეს თავი ყველამ სამშობლოსთვის გადადოს, რათა დანარჩენი დღეები გაატარონ, როგორც განვითარებული, დამოუკიდებელი და ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეებმა.
ჩვენ ის ქართველი ერთი ვართ, რომელ ერსაც არ სჩვევია შიში, სიჩუმე, გაჩერება და დანებება. ვერ გაგვაჩერეს ვერც დაჭერებით, ვერც ჯარიმებით, ვერც ძალადობით, ვერც რეპრესიული კანონებით. უკვე 10 თვე გავიდა და ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, მომავალი თაობისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ქართველი ხალხი იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი რეალობაა. 4 ოქტომბერი ის დღეა, რომელიც რეჟიმს ძალიან აშინებს, ეს ის დღეა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, როგორც „დროშების მშვიდობიანი რევოლუცია რეჟიმის დასამხობად“ მოწყობილი.
ვიცით, რომ ყველას არ შეუძლია ყოველ დღე აქტიური იყოს და გარეთ იდგეს და გადამწყვეტ მომენტს ელოდება, უნდა, რომ აზრი ჰქონდეს მის გამოსვლას. ჰოდა ეს ზუსტად ის დღეა. 4 ოქტომბერს სახლში დარჩენა ან თუნდაც საარჩევნო უბანზე მისვლა და ხალხის გვერდით არ დგომა ღალატის ტოლფასია. ოჯახიდან ერთი კაცი მაინც უნდა იყოს იქ, სადაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი გადაწყდება. ყველაფერი ჩვენს ხელშია – ბევრნი ვიქნებით? დავიბრუნებთ ქვეყანას; სახლში დავრჩებით და რუსებს დავუტოვებთ საჯიჯგნად. გამოდით და დადექით იქ, სადაც ჩვენ ვიდგებოდით. მშვიდობიანად, მაგრამ გაძლიერებულ თავდაცვის რეჟიმში, ნებისმიერ მიღებულ დარტყმაზე ორმაგი პასუხი. ჰუმანურობის დრო წავიდა, უკვე ბევრი მოვითმინეთ და მოთმენას აღარ ვაპირებთ.
დაიჯერეთ, რომ ძალა ჩვენს ხელშია და არა ნიღბიან, ფულზე ხალხის საცემად მოსულ მოროდიორ რობოკოპებში, ყველამ საკუთარი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. ყველამ თავისი საბრძოლო უნდა იბრძოლოს და არ იფიქროს, რომ სხვა იბრძოლებს მის მაგივრად. აი, მაშინ გადავრჩებით, რადგან ხალხის აზვირთებულ მდინარეს ბიძინას ნავები აწ უკვე დაბზარული ჯებირი ვერ შეაჩერებს, ოღონდ ნაკადული რომ მდინარედ იქცეს, საჭიროა საყოველთაო ერთობა და ზუსტად ამ ერთობას ველოდებით ოთხში.
გამარჯვება ხალხშია – ძალა ერთობაშია!
ოქტომბერზე სულ გალაქტიონის ლექსიდან გვახსენდება სტრიქონები: „ელვარე და ლომფერი იყო 9 ოქტომბერი“. მოდი, 5 ოქტომბერი გავათენოთ ელვარე და ლომფერი.
ჩვენი წინაპრები ყოველი ბრძოლის წინ ხელში დროშას აწვდიდნენ ერთმანეთს და ასე მიმართავდნენ: „ეს დროშა ჩვენ გვეკუთვნის, ეს დროშა ჩვენს სამშობლოს ეკუთვნის, დროშა, რომელიც არავის არ უნდა დავუთმოთ, ყველამ ხელში აიღეთ, მერე კი ეს დროშა, რაც შეიძლება მაღლა აღმართეთ, რომ მისი დანახვა ყველამ შეძლოს, აი მაშინ კი ნამდვილად გაიმარჯვებს ქართველი ერი“. 4 ოქტომბერს ყველამ აღმართეთ 5-ჯვრიანი დროშა და ეს იქნება საწინდარი, რომ გავიმარჯვოთ სახელოვნად.
4 ოქტომბერი ჩვენი რუბიკონია, ჰოდა მოდით, ერთად გადავლახოთ!
ფარით ან ფარზე!
22.09.2025