„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით „ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთითა და დაფინანსებით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, 6-11 აგვისტოს ჩატარდა.
კვლევის მიმდინარეობისას თითოეულ ქალაქში 600 ადამიანი გამოიკითხა, დასაშვები ცდომილება 3%-ის ფარგლებშია.
„ქართული ოცნება“ ვერ ცდება 35%-საც კი ვერცერთ ქალაქში. „ნაციონალური მოძრობის“ მერობის კანდიდატები თითქმის ყველა ოლქში აბსოლუტური ალბათობით იქნებიან მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან ერთად. ჩვენი პარტიის კანდიდატები რუსთავსა და თელავში ლიდერობენ, დამაჯერებლად არიან პირველ ადგილზე“,- განაცხადა ხვედელიანმა.