4 ქვეყანა, სადაც ინფიცირების რიცხვი პირველი შემთხვევის შემდეგ სწრაფად გაიზარდა

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გავრცელების ცენტრი ბოლო რამდენიმე კვირაა აშშ და ევროპის ქვეყნებია, საყურადღებოა რამდენიმე ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სურათი, სადაც პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ვირუსი მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდა.

როგორც BBC წერს, ბოლო მონაცემებით ეკვადორში 22 791 შემთხვევა დადასტურდა.  პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2 მარტს დაფიქსირდა. გარდაცვლილია 600-მდე ადამიანი.

ბრაზილიაში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.  ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 55 224 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. გარდაიცვალა  3,662 ადამიანი.

თურქეთში პირველი შემთხვევა 11 მარტს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების  107 773 შემთხვევაა დადასტურებული.  გარდაცვლილია 2 706 ადამიანი. თურქეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით, ამ ეტაპზე,  მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში.

რუსეთში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 74 588-ს მიაღწია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 681- ია. გავრცელებული ინფორმაციით,  პირველი შემთხვევა რუსეთში 31 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა როგორც BBC წერს, 28 მარტის შემდეგ რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად ათასობით იმატებს.