4 სექტემბერი | 83 გარდაცვლილი და ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2684 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 732 პირი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2695 პირი. გუშინ საქართველოში 38 625 ტესტი ჩატარდა.

3 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.60%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 262, ქვემო ქართლი – 224, შიდა ქართლი – 198, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.