40 წლის წინ მოიგო საღმა აზრმა და კაცობრიობამ ვაქცინაციით დაამარცხა ყვავილი – გამყრელიძე

პუბლიკა

დღეს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყვავილი „აღმოიფხვრა“. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ეს „მედიცინაში კაცობრიობის ყველაზე დიდი გამარჯვებაა“.

„ყვავილი, რომელმაც შეიწირა ასობით მილიონი სიცოცხლე, 1980 წელს დამარცხდა ვაქცინაციით. ეს კამპანია მიდიოდა 14 თუ 15 წლის განმავლობაში – ყვავილის აღმოფხვრის კამპანია. მოიგო საღმა აზრმა და კაცობრიობამ მოუგო ყვავილს, ასე ვთქვათ, და დღეს ყვავილი აღარ არსებობს, ისევე, როგორც მალე მოვუგებთ პოლიომიელიტს. მერე იქნება წითელა. მერე იქნება ცოფი… მაგრამ ჩნდება ახლები კიდევ. ის გამოცდილება, რასაც ჩვენ წიგნებით ვსწავლობდით… ახლა, მე ყვავილის დროს ან სკოლაში ვსწავლობდი, ან სტუდენტი ვიყავი, მაგრამ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინ ამაში მონაწილეობდა. მათ შორის ქართველია, ბატონი თამაზ კერესელიძე. ის მონაწილეობდა ამ კამპანიაში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში და ბევრი რამე ვიცი მე მისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინის მნიშვნელობას.