4028 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი | 14 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

შესწორება: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ განცხადებით, პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო დღეს კორონავირუსის სრული მონაცემების ატვირთვა ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 688 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 768, „პისიარ“-ტესტით – 2 920.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 41,58%, ბოლო 14 დღის – 31,92%, ბოლო 7 დღის – 33,03%.