Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 788 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 303, გარდაიცვალა 3 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 194 შემთხვევა, აჭარა – 15, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 13, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი -9, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 5 583 შემთხვევაა, საიდანაც 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თბილისის საავადმყოფოებში – 277, აჭარაში – 36, იმერეთში – 100.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პაციენტი, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 16.