42 გარდაცვლილი და 2479 ინფიცირებული - კორონავირუსის 18 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში 869 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში 474, კახეთში 396, სამეგრელო – ზემო სვანეთში 220.

ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია – 8.47%, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია – 9.07%

ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 260 აცრა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 293.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 107, იმერეთში – 439.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 26, იმერეთში – 29.

970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 – თბილისში, 253 – აჭარაში.

33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 0.