დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5 389 პაციენტი.
14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 8.91%, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 8.68%
ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 711 აცრა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 664, ქვემო ქართლი -292, შიდა ქართლი – 219, გურია – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთი -197, კახეთი – 352, მცხეთა-მთიანეთი – 76, სამცხე-ჯავახეთი -69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 658.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 130, იმერეთში – 497.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 40, იმერეთში – 34.
• 1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 – თბილისში, 189 – აჭარაში.
• 41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 2.