ღარიბაშვილი: ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს უკრაინაში?

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორე, რომ ის როგორ პრემიერი არასოდეს მიიღებს ხალხის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს. მისივე შეფასებით, დასავლეთისა და ამერიკის დაწესებული სანქციები ეფექტური არაა.

„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი. უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არაა ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვა, რომ  ვინ ომობს უკრაინაში? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები და სიტყვა რისკის შემცველია.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.