43 000 დოზა „ატრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა

პუბლიკა

საქართველოში 43 000 დოზა „ატრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ეს დოზა განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამასთანავე, გამყრელიძის თქმით, „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ, პრობლემა არ შეიქმნება.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. ​მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.