43 გარდაცვლილი და 2 176 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 16 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 838 ადამიანი.

დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობაა 35 400.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, ბოლო 7 დღის – 7,21%;

სულ ჩატარებულია  – 1 589 024 აცრა, ბოლო 24 საათში აცრილია – 25 150;

კარანტინის რეჟიმშია – 75 ადამიანი;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 637;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა – 1 350.