თბილისის ანძა დღეს უკრაინის დროშის ფერებში განათდება

პუბლიკა

უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!, – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე, მერიის ცნობითვე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.