44 გარდაცვლილი და 5 076 ინფიცირებული - კორონავირუსის 16 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,06%, ბოლო 14 დღის – 8,04%, ბოლო შვიდი დღის – 8,77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 309, შიდა ქართლი – 387, გურია – 144, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 435, კახეთი – 720, მცხეთა-მთიანეთი – 137, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.