45 ათას პედაგოგში კორონავირუსზე შერჩევითი კვლევა ჩატარდება – გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძის თქმით, 45 ათას პედაგოგში შერჩევითი პრინციპით კვლევა ჩატარდება, კორონავირუსის დადგენის მიზნით. მისი თქმით, ncdc-ის მონაცმებით, 2100-მდე პედაგოგი იყო აჭარის რეგიონში და მათი მონაცემები ცენტრისთვის ცნობილია.

„ორი კვირით უნდა შეჩერდეს სწავლა დიდ ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე დიდია. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწვეტილებაა ეს. დაახლოებით 2100-დე მასწავლებელია ნამყოფი  აჭარის ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს. ყველა აღრიცხული გვყავს, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია. ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს სიები. მასწავლებლები ჩვენი სტრატეგიული ჯგუფია და სკოლის დაწყებასთან დაკავშრებით აუცილებელია მათთან შესაბამისი ზედამხედველობა იყოს. შემუშავებულია ასევე სტარატეგია – 45 ათასი მასწავლებლის რენდომული გამოკვლევისა, რომ დარწმუნებულები ვიყოთ რომ მასაწვლებელი როცა ის სკოლაში მიდის ინფიცირებული არაა. იგივე შემუავდა დიდ დამსაქმებლებლთან მიმართებაში. ახლა 3-4 დღეში გვექნება დიდი რანდომული კვლევის შედეგები. 1200 სისხლია აღებული 4 მუნიციპალიტეტში და გვეცოდინება ფარული. ე.წ. ასიმპტომური ფორმების ცირკულაცია როგორია ქვეყანაში“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მსგავსად ქვეყნის 6 მსხილ ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო სწავლა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს 1 ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში. ამ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლებში) დაიწყება 1 ოქტომბრიდან“, – განაცხადა გახარიამ