საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა. შეკითხვაზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 45% ამბობს, რომ არ აიცრება.
კვლევა აჩვენებს, რომ იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა რომლებიც COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგნი არიან. ეს მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით, 6 ნიშნულითაა გაზრიდილი. თებერვლაში გამოკითხულთა 39% ამბობდა, რომ არ აიცრებოდა.
„ეს ხაზს უსვამს ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობას. კამპანიის მსვლელობასთან ერთად, მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა“. – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.
კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით