Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 46 da გამოჯანმრთელდა 24 110 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 912 კვლევა ტესტით, 32 295 კვლევა ანტიგენის და 20 617 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.99%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
თბილისი – 7 574 შემთხვევა, აჭარა – 1 109, იმერეთი – 2 342, ქვემო ქართლი – 865, შიდა ქართლი – 946, გურია – 447, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 914, კახეთი – 866, მცხეთა-მთიანეთი – 334, სამცხე-ჯავახეთი – 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 73.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 171 873 შემთხვევაა, საიდანაც:
- 5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, თბილისის საავადმყოფოებში – 2 315, აჭარაში – 708, იმერეთში – 1 154;
- ამ ეტაპზე მძიმე 1 259 პაციენტია, თბილისში – 471, აჭარაში – 139, იმერეთში – 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პაციენტი, აქედან თბილისში – 166, აჭარაში – 41, იმერეთში – 27;
- 1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 696 – თბილისში, 263 – აჭარაში;
- 164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, თბილისში – 16, ხოლო აჭარაში – 0.