ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 22 900 ტესტი, მათ შორის 16 895 ანტიგენის და 6 005 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.4%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, გარდაცვალა 12 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე ნაწილდება:
- თბილისი – 250 შემთხვევა;
- აჭარა – 7;
- იმერეთი – 57;
- ქვემო ქართლი – 12;
- შიდა ქართლი – 35;
- გურია – 30;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30;
- კახეთი – 29;
- მცხეთა-მთიანეთი – 6;
- სამცხე-ჯავახეთი – 2;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 2 135 შემთხვევაა, საიდანაც 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. გვყავს 247 მძიმე პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 102 პაციენტი. 149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 515 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი.