47% არ ემხრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას - CRRC

პუბლიკა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის თანახმად, მოქალაქეთა ჯამურად 47% მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

უფრო კონკრეტულად კი, შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მთავრობის პოზიციას არ შეუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, 36% პასუხობს, რომ „ეთანხმება“, 11% კი – „სრულად ეთანხმება.“

საერთო ჯამში 43% ფიქრობს, რომ თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოსაც დაესხმება თავს.

კვლევის შესახებ: კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წარიმართა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.