დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 2646 პაციენტი, გარდაიცვალა 47 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 28 553 ტესტი ჩატარდა.
გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 559; კახეთში – 241; იმერეთში – 217.