475 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი | კორონავირუსის 20 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 8 311 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 507  პირი, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.72%.

19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.54%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 663 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 60, ქვემო ქართლი – 18, შიდა ქართლი – 14, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 899 საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 402, აჭარაში – 63, იმერეთში – 173.  ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 30, იმერეთში – 35. 26 098 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.