48 გარდაცვლილი და 10 230 ახალი შემთხვევა | 23 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 48 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 7 223 კოვიდპაციენტი.

sTopCov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 1 662, ქვემო ქართლი – 541, შიდა ქართლი – 638, გურია – 424, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779, კახეთი – 842, მცხეთა-მთიანეთი – 218, სამცხე-ჯავახეთი – 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 575 999 , ბოლო 24 საათში – 10 230;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 429 763 , ბოლო 24 საათში – 7 223;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 981 , ბოლო 24 საათში – 48;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 40 504, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 251, PCR ტესტით – 15 253;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 25,26%, ბოლო 14 დღის – 29,89%, ბოლო 7 დღის – 27,73%;
  • სულ აცრილია – 2 804 965, დღიურად აცრილია – 3 294;
  • კარანტინის რეჟიმში – 7;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 252;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 835.