4837 ახალი შემთხვევა, 26 პაციენტი - კორონავირუსის 13 ოქტომბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.52%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.