49 გარდაცვლილი და 3 454 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 10 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა – 148, იმერეთი – 543, ქვემო ქართლი – 226, შიდა ქართლი – 280, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.