საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 722 კოვიდპაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, PCR ტესტით – 15 991.
StopCov.ge-ის მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 894 801 , ბოლო 24 საათში – 3 988;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 840 985 , ბოლო 24 საათში – 3 722;
- მათ შორის გარდაცვლილი – 12 826 , ბოლო 24 საათში – 49;
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 53 255, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 264, PCR ტესტით – 15 991;
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,49%, ბოლო 14 დღის – 7,64%, ბოლო 7 დღის – 7,15%;
- სულ აცრილია – 2 324 131, დღიურად აცრილია – 10 948;
- კარანტინის რეჟიმში – 34;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 999;
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 151.