საქართველოში ბოლო 24 სააში კორონავირუსის 5 914 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ხოლო გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3316 პირი.
NCDC-ის ცნობით, საქართველოში აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 57 312.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62.
მათივე ცნობით, 18 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა. ამ ეტაპისთვის სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. 17 აგვისტოს კი აიცრა 25 241 პირი.