საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს განიხილა და კენჭი უყარა საქართველოს პარლამენტის 49 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დადგინდა განმცხადებლების ნება, შემოწმდა განცხადების ნამდვილობა და აქედან გამომდინარე, მიიღო კომიტეტმა გადაწყვეტილება.
საკითხი დასარეგისტრირებლად ბიუროს გაეგზავნა. უკვე ცნობილია, რომ პლენარული სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების საკითხი გავა განსახილველად, 2 თებერვალს ჩაინიშნა.
საკუთარი განცხადებების საფუძველზე პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პარლამენტის წევრებს: თეონა აქუბარდიას, არმაზ ახვლედიანს, დავით ბაქრაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თინათინ ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს, გიორგი გოდაბრელიძეს, რომან გოცირიძეს, ხატია დეკანოიძეს, ლევან ვარშალომიძეს, გიორგი ვაშაძეს, გრიგოლ ვაშაძეს, აბდულა ისმაილოვს, მანუჩარ კვირკველიას, ვახტანგ კიკაბიძეს, დავით კირკიტაძეს, თამარ კორძაიას, ნონა მამულაშვილს, პაატა მანჯგალაძეს, ნიკა მაჭუტაძეს, ნიკანორ მელიას, აკაკი მინაშვილს, ტარიელ ნაკაიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ზაალ უდუმაშვილს, დავით უსუფაშვილს, ბაჩუკი ქარდავას, შალვა შავგულიძეს, თამარ ჩარკვიანს, ემზარ ჩოჩელს, ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძეს, ანა წითლიძეს, დევი ჭანკოტაძეს, დილარ ხაბულიანს, მამუკა ხაზარაძეს, დავით ხაჯიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ელენე ხოშტარიას, თეიმურაზ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს.