493 ინფიცირებული, 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 869 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 459 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 796-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 457 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 493 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 244 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 35, გურია – 39, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.