49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, ხოლო  25,9% ენმ-ს | კვლევა „იმედის“ დაკვეთით

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა Gorbi-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები გუშინ, 28 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მათი თქმით, კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პარტიული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

მოსახლეობის 49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, ხოლო  25,9% „ნაციონალურ მოძრაობას“.

  • გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ – 5.3%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 4,1%;
  • „ევროპული საქართველო“ 2,7%
  • „ლელო“ – 2,6%,  გიორგი ვაშაძის;
  • „მესამე ძალა – 2,2% “;
  • ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“ – 2%;
  • „ლეიბორისტები“ -1,8%;
  • ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ – 1,5%;
  •  „გირჩი“ – 0,9%;
  • სხვა პარტიებს –  1,4%

მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტთა შესარჩევად, გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომლების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის – +/3,4%-ია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩეველი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს.