საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, გარდაცვალა 48 პაციენტი.
ჩატარდა 55 474 ტესტი, მათ შორის 32 029 ანტიგენის და 23 445 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.91%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა – 563, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 176, შიდა ქართლი – 277, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439, საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.