Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 546 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %
ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.10% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.63%.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა – 569, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 205, შიდა ქართლი – 282, გურია – 145, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.