5 567 ახალი შემთხვევა, 36 გარდაცვლილი | კორონავირუსის 14 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ჩატარდა 60 753 ტესტი, მათ შორის 34 092 ანტიგენის და 26 661 PCR. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.84%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა – 587, იმერეთი – 434, ქვემო ქართლი – 159, შიდა ქართლი – 254, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309, საიდანაც: 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.