საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 946 პირი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 109 კვლევა, მათ შორის 34 115 ანტიგენის და 23 994 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.79%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა – 638, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 270, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205, საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, 1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.