5 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ 5 შემთხვევის წყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

„ამ 38 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ – 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 – დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 – შემოტანილი, აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობს 251 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 3 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 15 მძიმე პაციენტი. დანარჩენები კი საშუალო და მსუბუქი შემთხვევებია.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1548
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1270
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6185
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41