5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის „ფაიზერის“ 50 ათასამდე ვაქცინა გვაქვს დაკვეთილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციისთვის მეორე კვარტალში დაახლოებით 50 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, რომელიც პირველ ეტაპზე განკუთვნილი იქნება იმუნოკომპრომიტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის.

„რაც შეეხება 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას, ამაზე წინასწარი მსჯელობა იყო იმუნიზაციის საბჭოზე. ჩვენ „ფაიზერისთვის“ დაკვეთილი გვაქვს ეს ვაქცინა, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში და პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იყოს იმუნოკომპრომიტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის, პირველი პარტია უნდა მეორე კვარტალში შემოვიდეს და მერე სურვილისდა მიხედვით დაიწყება ვაცინაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.