5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა სავარაუდოდ, მე-2 კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოდგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მუშაობა მიმდინარეობს და  დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, გაბუნიას ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს „ფაიზერის“ წარმოების სამკურნალო მედიკამენტის შემოტანაზე.

„კოვიდის სამკურნალოდ ამ პირობებში დღეს ყველაზე დიდი აქცენტი კეთდება “პაქსლოვიდზე”, რომელიც არის “ფაიზერის” წარმოებული მედიკამენტი, ჩვენ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დეტალების დაზუსტება მე დღეს კონტრაქტული ვალდებულებიდან გამომდინარე არ შემიძლია, თუმცა, მოკლე ხანში შევძლებთ დაზუსტებას, თუ როდის შემოვა მედიკამენტი ქვეყანაში,”- განაცხადა გაბუნიამ.