დღევანდელი მონაცემებით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.
4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა – 360, იმერეთი – 407, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 205, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.