თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრის მოსმენის თარიღი ჯერ უცნობია.
თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას ითხოვს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
„როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს“, – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.