5 მარტი | კორონავირუსის 3033 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 680 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი; გამოჯანმრთელდა 8 118 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.41%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 623 672-ს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა. 1 547 531 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.6% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.64%