5 ნოემბერი| საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დღეს, 5 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2289 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 20 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 49218;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 33459;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 401;
  • კარანტინის რეჟიმში – 3160;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4489;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2446;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.