5 ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, 1 თებერვლიდან აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციების/მოძრაობები საქართველოს მთავრობას მიმართავენ – 1 თებერვლიდან აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოს ყველა ქალაქში და უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება პანდემიით გამოწვეული მოთხოვნების დასაცავად (დისტანცირება, დეზინფექცია და მგზავრთა რაოდენობის და ტრანსპორტში პირბადის ტარების კონტროლი და საზ. ტრანსპორტის მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა).

„მოსახლეობის სურვილი და შესაძლებლობა, შეცვალონ ქცევა პანდემიასთან ადაპტირების მიზნით, მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოების ფენებს შორის და დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალსა და შემადგენლობაზე, სამუშაო საათების მოქნილობაზე, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობაზე, ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარსა და ავტომობილის ხელმისაწვდომობაზე. ყოველივე ეს მნიშვნელოვან უთანასწორობას წარმოქმნის ადამიანებში, რომლის აღმოფხვრაზე ზრუნვა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერთა მოსაზრებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას.

„სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს ეუბნება, რომ არ აინტერესებს და  სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას. 2016 წელს ჩატარებული თბილისის შინამეურნეობის კვლევის თანახმად შინამეურნეობის 58%-ს არ ყავს ავტომობილი. მისი მფლობელობა იზრდება შემოსავლის პირდაპირპროპორციულად, მაღალია ცენტრალურ უბნებში და დაბალია გარეუბნებში. თვალსაჩინოა „ჩემი ქალაქი მკლავს“ Facebook გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმად, (894 რესპონდენტი) 75% ემხრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ეს მიდგომა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მერიის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიასთან, ურბანული მობილობის გეგმასთან და იმ სატრანსპორტო პირამიდასთან, რომლის თანახმად პრიორიტეტი ენიჭება ქვეითს, ველოსიპედს, საზ. ტრანსპორტს და მხოლოდ შემდეგ კერძო ავტომობილს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ პანდემიის არც ერთ ეტაპზე ევროპის და ამერიკის კონტინენტის წამყვან ქალაქებში, როგორიცაა ლონდონიტორონტონიუიორკიბრუსელიდუბლინიბერნი და ბერლინი არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მათივე განცხადებით, ტრანსპორტი არ აკრძალულა არც  კიევსა და ერევანში.

„14 ქვეყნიდან მხოლოდ ერთ ქვეყანში, სამხრეთ აფრიკაში მოხდა საზ. ტრანსპორტის სრული აკრძალვა, რაც განპირობებული იყო მასიურად მიკროვატობუსებზე დამოკიდებულებით“

ორგანიზაციები განცხადებაში დეტალურად განიხილავენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს და აღნიშნავენ, რომ ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და დამოკიდებულია პირბადის გამოყენებაზე, დეზინფექციაზე, ვენტილაციასა და სხვა ფაქტორებზე.

„თუმცა  ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 2 თვეზე მეტია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ავტომობილს ან ვერ წვდება კიდევ უფრო გაძვირებული ტაქსის მომსახურებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშეა დატოვებული. დაუშვებელია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებული იყოს მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანი არ დაუტოვოს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ხელმომწერები:

  1. თბილისისველომოყვარულთა კლუბი / ხელმძღვანელი თამაზ თიკანაძე
  2. ფონდი”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” / ხელმძღვანელი ირაკლი იზორია
  3. არასამთავრობოორგანიზაცია “იარე ფეხით” / ხელმძღვანელი ხათუნა გველესიანი
  4. ურბანულილაბორატორია / ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი
  5. მოძრაობა“ჩემი ქალაქი